2026 წლის 27 მაისს გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტების მოხსენებები შეაფასა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებისაგან შემდგარმა კომისიამ, რომელმაც მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:
I ადგილზე ერთდროულად გავიდა ორი სტუდენტი:
ბარბარე ბეგიაშვილი, III კურსი.
თემა: ,,წიგნების ბაზრის სტრუქტურული ანალიზი: მომხმარებლის არჩევანი, მოთხოვნის ელასტიკურობა და კონკურენცია“
მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
და
შოთა ხაჭაპურიძე, IV კურსი.
თემა: ,,შინამეურნეობების სესხების ასიმეტრიული გავლენა მშპ-ზე: საქართველოს მაგალითი“
მეცნიერ-ხელმძღვანელი: მოწვეული ლექტორი ვალიდა ფანცულაია;
III ადგილი:
ლიზი ბულაური, II კურსი.
თემა: ,,ინფლაციის დინამიკა და ფილიპსის მრუდის ტრანსფორმაცია საქართველოს ეკონომიკის თავისებურებების გათვალისწინებით“
მეცნიერ-ხელმძღვანელი: დოქტორანტი გიორგი კოხრეიძე;
გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო.